საგზაო უსაფრთხოება
2021 წლის ივნისის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისისათვის ცნობი გახდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელების: კალინინოსა და ქესალოს საჯარო სკოლებთან, ქალაქ გარდაბნის N1, N4 საჯარო სკოლებთან და N4 ბაღთან არსებული სიჩქარის დამაბრკოლებელი ბარიერები ნაწილობრივ ან სრულიად იყო დაზიანებული, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომანქანები მოძრაობენ მაღალი სიჩქარით, რაც საფრთხეს უქმნიდა ბავშვებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შესაბამის უწყებებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რის შემდეგაც მოხდა გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ქარხნული წესით დამზადებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების (ბორცვი) აღდგენა.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მურადხან გუსეინოვმა.