საგზაო ინფრასტრუქტურა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში იდენტიფიცირებული იქნა საგზაო ინფარსტრუქტურის პრობლემა (საქმე № 71475/19, № 5645/20).
სოფელ იდლიანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ხიდი ენგურჰესის მშენებლობის დროს, 1983 წელს, დაიტბორა და აღარ არსებობს. აღნიშნულის გამო, მოსახლეობა გადაადგილდება შემოვლითი გზით, სოფელ ხაიშში არსებული ხიდის გავლით, რომელიც 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რაც თავის მხრივ, ართულებს გადაადგილებას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ხიდის აღდგენას მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვდა ათწლეულების განმავლობაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, რის შედეგად გვეცნობა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ვერ უზრუნველყოფდა სოფელ იდლიანის ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიძია დონორი ორგანიზაცია და 2021 წელს მოიპოვა დაფინანსება ‘’მთის განვითარების ფონდის’’ მხარდაჭერით. ამ დროისთვის დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.