სოციალური დახმარება
მ. გ. არ იყო ინფორმირებული მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ, საპენსიო ასაკს მიღწეულთათვის „მთის კანონით“ გათვალისწინებული საპენსიო დანამატის შესახებ.
მესტიის ოფისის თანამშრომელმა გაუწია კონსულტაცია „მთის კანონით“ გათვალისწინებული საპენსიო დანამატის მისაღებად მაღალმთიანი რეგიონში მაცხოვრებლის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პროცედურისა და დოკუმენტაციის შესახებ.
მ.გ- მ მიმართა მუნიციპალიტეტს განცხადებით, რის საფუძველზეც მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლის სტატუსი და მიიღო საპენსიო დანამატიც.
აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.