სოციალური დახმარება
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, მრავალშვილიანი გ.წ. -ს ოჯახის მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ.
აპარატის თანამშრომლის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტის მერიას.
სააგენტოს თანამშრომლის მიერ, ადგილზე გასვლით მდგომარეობის შესწავლა-შეფასების საფუძველზე, გ.წ.-ს ოჯახი ჩართული იქნა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო ქვეპროგრამაში.
მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია დახმარება საცხოვრებლის შეკეთებაში სამშენებლო მასალის მიწოდებით.
აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.