შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის მ.ა.-ს ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაბა მესტიაში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისა და მოქმედი პროგრამების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლისგან მიეწოდა ცენტრისა და ცენტრის პროგრამებში ჩასართავად საჭირო პროცედურის და მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადით მიმართვის შესაძლებლობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერიამ მიღებული განცხადების საფუძველზე გამოყო შესაბამისი დაფინანსება და არასრულწლოვანი მ.ა. ჩაერთო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის პროგრამაში.
აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.