სოციალური დახმარება
2022 წლის სექტემბრის თვეში დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრები ჩაატარეს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ქალებთან.
ქალაქ ფოთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უსინათლო ქალი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის სოციალურად დაუცველი, ჰქონდა კვების პრობლემა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წლის მაისის თვეში უფასო სასადილოს პროგრამით საგრებლობის მოთხოვნით წერილობით მიმართა. მას განუმრატეს, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ლიმიტის შევსების გამო. თუმცა, მომდევნო თვეს ახალი განცხადების წარდგენა შესთავაზეს, რომელზეც პასუხი არ მიუღია.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს კომუნიკაცია ჰქონდა მერიასთან მისთვის და მისი თანხმლები პირისთვის უფასო სამგზავრო ბარათის დამზადების თაობაზე. უწყება მუშაობდა საკითხზე, მაგრამ ბარათი რამდენიმე თვიანი ლოდინის მიუხედავად არ გადაცემია.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაიგეგმა კოორდინაცია აღნიშნულ საკითხზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რის შედეგადაც უსინათლო ქალი დარეგისტრირდა უფასო სასადილოს პროგრამის ბენეფიციარად და გადაეცა სამგზავრო ბარათი, რომლითაც შეძლებს უფასოდ გადაადგილებას თანმხლებ პირთან ერთად.
აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორმა ლევან პაპავამ.