საგზაო უსაფრთხოება
2022 წლის ივნისის თვეში დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრები ჩაატარეს ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებთან.
ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, (დაახლოებით 400 მეტრიანი მონაკვეთი), სადაც განთავსებულია აფთიაქი, სავარჯიშო მოედანი, საჯარო სკოლა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება და საზოგადოებრივი ცენტრი, ინტენსიურად გადაადგილდებოდნენ ავტომანქანები გადაჭარბებული სიჩქარით. საჯარო სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი იყო ამორტიზირებული. იქმნებოდა საავარიო სიტუაციები, რაც საფრთეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
უსაფრთხო საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა გამოიკვეთა ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში, სოფლის ცენტრიდან ქალაქ ცაგერთან დამაკავშირებელი გზის დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე.
სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის შემდეგაც ზემოხსენებულ ლოკაციაზე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყო სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
აღნიშულზე საქმეზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორმა ლევან პაპავამ.