ბავშვის უფლებები
2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისისათვის ცნობი გახდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იმყოფებოდა პოლიციის შენობაში ღამის საათებში, პოლიციელებს და მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა შესაბამისი სივრცე სადაც უნდა გადაეყვანათ ის, ბიოლოგიური ოჯახი უარს აცხადებდა მის მიღებაზე. იკვეთებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეაგირების პრობლემა, მათ შორის, სსიპ ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო რეაგირების კუთხით პრობლემები.
სახალხო დამცველის აპარატის ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანის იმავე ღამეს გადაყვანა მოხდა შესაბამის დაწესებულებაში და დაიწყო საქმისწარმოება სახალხო დამცველის აპარატში, უწყებების მიერ განხორციელებული რეაგირების შესწავლის მიზნით.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა გიორგი ტალახაძემ და ამავე სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მურადხან გუსეინოვმა, ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან სოხაძემ.