ადრეული და სკოლამდელი განათლება
სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა მცირეწლოვნის მშობელმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ორ კერძო საბავშვო ბაღებში იყო არასათანადო კვება. დაწესებულებები ასევე, ვერ უზრუნველყოფდა შენობის სათანადო გათბობას.
შემთხვევაზე მუშაობის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რომელთაგანაც ითხოვა საკითხის შესწავლა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თავადაც განახორციელეს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი, შეაფასეს იქ არსებული ფიზიკური გარემო, სანიტარია-ჰიგიენის, კვებისა და ინვენტარითა თუ სათამაშოებით უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულის საფუძველზე, დადასტურდა განმცხადებლის მიერ მომართვაში აღნიშნული გამოწვევები და საბოლოოდ, დაწესებულებებმა გაატარე სათანადო ღონისძიებები მათი გამოსწორების მიზნით.
საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ეხება კერძო სამართლის სუბიექტის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას. ამასთან, პრაქტიკაში მოხდა ბავშვის უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს სახალხო დამცველის გაფართოებული მანდატის გამოყენება. ხოლო, განმცხადებელთან არაერთი კომუნიკაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატისადმი და საჭიროებისამებრ, მომავალშიც მიმართავდა უფლება დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში.
საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია