სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის მიმართულებით
ვაკანსიის დასახელება: სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის მიმართულებით
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N80
საკონტაქტო ნომერი: (+995) 598845362
განაცხადების მიღების ვადა: 2024 წლის 17 ივნისის ჩათვლით
სამუშაოს აღწერა: პენიტენციურ დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მოვალეობაა „საქართველოს სახალხო დამცველის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-191 მუხლის შესაბამისად, რეგულარულად შეამოწმოს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობა და მათდამი მოპყრობა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
პენიტენციურ დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1. პოზიციის დასახელება: დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გამოცდილების მქონე პირები მათ შორის, იურისტები, რომლებიც არ ეწევიან კერძო საადვოკატო საქმიანობას.
ადგილების რაოდენობა: 10
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება.
2. პოზიციის დასახელება: ექიმი
ადგილების რაოდენობა: 4
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მედიცინის სფეროში;
- ექიმად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია).
3. პოზიციის დასახელება: ფსიქიატრი
ადგილების რაოდენობა: 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მედიცინის სფეროში;
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფსიქიატრიის სფეროში;
- ფსიქიატრის ლიცენზია;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია)
4. პოზიციის დასახელება: ფსიქოლოგი
ადგილების რაოდენობა: 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მსჯავრდებულების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია).
5. პოზიციის დასახელება: სოციალური მუშაკი
ადგილების რაოდენობა: 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი აკადემიური განათლება ან/და სერტიფიკატი სოციალური მუშაობის მიმართულებით;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მსჯავრდებულების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია).
კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი პიროვნული მახასიათებლების და უნარ-ჩვევების ქონა:
- პროფესიული ეთიკური სტანდარტების პატივისცემა;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული სპეციფიკური წერითი უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- პუნქტუალობა.
წარსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით);
- შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით);
- პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით შესაბამისი ლიცენზია, სერთიფიკატი;
- წერილობითი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე;
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სასურველია კანდიდატის განათლებასა და გამოცდილებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა (დიპლომი, სერტიფიკატი, რეკომენდაცია და ა.შ).
ანაზღაურება: პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის საქმიანობა არ წარმოადგენს უვადო ან ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად ანაზღაურებად საქმიანობას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული აქტივობები ანაზღაურდება ცალკეული მონიტორინგის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და კეთილსინდისიერად შეუძლია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
- სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან პირები, რომლებიც დასაქმებული არიან იმ საჯარო დაწესებულებაში, რომლის საქმიანობა პირდაპირ და უშულოდ დაკავშირებულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობასთან და/ან რომლის მონიტორინგის განხორციელება შედის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებში;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან პირები, რომლებიც ეწევიან კერძო საადვოკატო ან ჟურნალისტურ საქმიანობას;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.ombudsman.ge/geo/preventsiis-erovnuli-meqanizmi
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონული სახით მისამართზე: hr@ombudsman.ge
აუცილებელია კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის შესაბამის ველში (subject) მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც სურს რომ განხილულ იქნეს მისი კანდიდატურა. მაგ. ექიმი - პენიტენციურ დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის მიმართულებით.
რეზიუმის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრების ეტაპი შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად.
კონკურსის ეტაპები:
- წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების (რეზიუმეების) კონკრეტული პოზიციის საკონკურსო მოთხოვნის შესაბამისად გადარჩევა;
- გასაუბრება.