სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით
ვაკანსიის დასახელება: სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N80
საკონტაქტო ნომერი: (+995) 598845362
განაცხადების მიღების ვადა: 2024 წლის 17 ივნისის ჩათვლით
სამუშაოს აღწერა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მოვალეობაა „საქართველოს სახალხო დამცველის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-191 მუხლის შესაბამისად, რეგულარულად შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა და მათდამი მოპყრობა, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1. პოზიციის დასახელება: ფსიქოლოგი
ადგილების რაოდენობა: 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია).
2. პოზიციის დასახელება: სოციალური მუშაკი
ადგილების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და სერტიფიკატი სოციალური მუშაობის მიმართულებით;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე სოციალურ მუშაკად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველია).
3. პოზიციის დასახელება: სპეციალური პედაგოგი
ადგილების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის , ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
- სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
4. პოზიციის დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის საკითხების სპეციალისტი
ადგილების რაოდენობა: 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური რეგლამენტის "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" ცოდნა;
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი მახასიათებლების და უნარ-ჩვევების ქონა:
- პროფესიული ეთიკური სტანდარტების ცოდნა და პატივისცემა
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული სპეციფიკური წერითი უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- პუნქტუალობა.
წარსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით);
- შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით);
- პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი;
- წერილობითი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე;
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სასურველია კანდიდატის განათლებასა და გამოცდილებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა (დიპლომი, სერტიფიკატი, რეკომენდაცია და ა.შ).
ანაზღაურება: პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის საქმიანობა არ წარმოადგენს უვადო ან ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად ანაზღაურებად საქმიანობას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული აქტივობები ანაზღაურდება ცალკეული მონიტორინგის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და კეთილსინდისიერად შეუძლია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
- სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან პირები, რომლებიც დასაქმებული არიან იმ საჯარო დაწესებულებაში, რომლის საქმიანობა პირდაპირ და უშულოდ დაკავშირებულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობასთან და/ან რომლის მონიტორინგის განხორციელება შედის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებში;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან პირები, რომლებიც ეწევიან კერძო საადვოკატო ან ჟურნალისტურ საქმიანობას;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.ombudsman.ge/geo/preventsiis-erovnuli-meqanizmi
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონული სახით მისამართზე: hr@ombudsman.ge
აუცილებელია კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის შესაბამის ველში (subject) მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც სურს რომ განხილულ იქნეს მისი კანდიდატურა. მაგ. ფსიქოლოგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების მონიტორინგის მიმართულებით.
რეზიუმის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრების ეტაპი შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად.
კონკურსის ეტაპები:
- წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების (რეზიუმეების) კონკრეტული პოზიციის საკონკურსო მოთხოვნის შესაბამისად გადარჩევა;
- გასაუბრება.