ანგარიშები

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2014-2018

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით შემუშავდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით მოახდინა 2014-2018 წლებში მომხდარი ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი. საქმეთა სამართლებრივი ანალიზის მეთოდოლოგია ასევე მოიცავს მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის დინამიკის შეფასებას, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზომოს მიღწეული პროგრესი და გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის პრობლემასთან ბრძოლას.

ანგარიშში მოცული 5 წლიანი პერიოდი გარდამტეხი იყო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. თუმცა, ანგარიშის ძირითადი მიგნებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმასთან ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. 5 წლის განმავლობაში პრობლემა იყო და კვლავაც პრობლემად რჩება გენდერულად სტერეოტიპული გამონათქვამების გამოყენება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, რაც ფემიციდის პრევენციას უშლის ხელს.

ვიმედოვნებთ, წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)