ადამიანის უფლებები და განვითარების პროექტების ათწლიანი პრაქტიკა
„არაერთი წელია საქართველოში სხვადასხვა მსხვილი პროექტების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების უნდობლობას და წინააღმდეგობას იწვევს. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ მიმართულებით ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა.
წინამდებარე კვლევის მიზანია მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის აქტუალური პროექტების ერთიანობაში და სისტემურად აღქმა, რომელთაც გავლენა ჰქონდათ ადამიანის უფლებებზე; ამასთან, დოკუმენტი მიმოიხილავს გარემოსა და ადამიანის უფლებებს შორის ურთიერთკავშირს, ბიზნესის როლს ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში და საქართველოს მაგალითზე გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად რელევანტურ საერთაშორისო მიდგომებს.
კვლევა მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ ერთობლივად.“