წინადადება სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული პატიმრების შრომითი უფლებების დაცვაზე
სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის 28 დეკემბერს წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს:
- უზრუნველყოს ყველა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის N01-15/ნ ბრძანებით დადგენილი წესით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტი ყოველთვიურად გააცნოს დასაქმებულებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სხვა დასაქმებულებისგან განსხვავებით სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული პატიმრები მუდმივად იმყოფებიან დამსაქმებლის ზედამხედველობისა თუ კონტროლის ქვეშ და მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფს, აუცილებელია პატიმრების სამუშაო დროის აღრიცხვა მკაცრად, კანონმდებლობით დადგენილი წესებით სრულდებოდეს.