სიახლეები

ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან

2019 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს მიეწოდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციური სარჩელები. საქართველოს სახალხო დამცველი, მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს აღნიშნული სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.

2019 წლის დასაწყისიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველო (#სსს), რომლის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სახალხო დამცველის სახელით.

იმედს ვიტოვებთ, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული სარჩელებით, მრავალი ადამიანის უფლების დაცვას მოვახერხებთ სამომავლოდ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)