სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინა.

2022 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინა.

კომუნიკაცია ეხება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების ხარვეზებს. კერძოდ, კომუნიკაციაში განხილულია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და გამეორების პრევენციასთან და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, მსხვერპლებისათვის/დაზარალებულებისათვის არსებული მხარდამჭერი სერვისები და ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)