სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

2023 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის მარტის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მიზნით, მთავრობის მიერ გატარებულ ზოგად ღონისძიებებს აფასებს.

კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებების ეფექტიანად და დამოუკიდებლად ჩატარების მხრივ არსებული ხარვეზები პრაქტიკასა და კანონმდებლობაში; მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პრობლემურობა; სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის არასწორი კვალიფიცირება; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების, როგორც არასათანადო მოპყრობის მტკიცებულების მოპოვების პრობლემა; არაფორმალური მმართველობა პენიტენციურ დაწესებულებებში; დეესკალაციის ოთახებში პატიმართა მოთავსება, როგორც არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და დოკუმენტირების გამოწვევები. კომუნიკაციაში ასევე გაცემულია საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციები ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ხელშესაწყობად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)