სიახლეები

საქართველოს პირველად ანგარიშთან დაკავშირებით წარსადგენ საკითხთა ნუსხა

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ პირველ ანგარიშთან დაკავშირებით საკითხთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ასახულია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც გაეროს კომიტეტი სახელმწიფოს მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის წარდგენას სთხოვს.

დოკუმენტის ქართულ ენაზე მისაწვდომობა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მოამზადონ ალტერნატიული ინფორმაცია კომიტეტის მხრიდან მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, საზოგადოებას მიაწვდის ძირითად ინფორმაციას კომიტეტისთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

საკითხთა ნუსხის თარგმანი საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ მომზადებულ საკითხებზე ალტერნატიული ინფორმაციის მომზადებისა და ქვეყნის პირველადი ანგარიშის შემდგომი განხილვის პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)