2020 წლის 24 იანვარს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა
2020 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.[1]
კომუნიკაცია ეხება ივანე მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ნაკლოვანებებს. კერძოდ, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან საქმის ჯეროვანი აღსრულებისა და კანონდარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისთვის ღონისძიებების გატარების კუთხით არსებულ ხარვეზებს.
ასევე, ზოგადი ღონისძიებების ნაწილში, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა პროკურატურის რეფორმის კუთხით არსებულ პრობლემურ საკითხებს, რომელიც ხელს უშლის მის დამოუკიდებელ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
[1]კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.