სიახლეები

2016 წლის 28 ნოემბერს სახალხო დამცველის პირველი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე

2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პირველად წარადგინა კომუნიკაცია გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

კომუნიკაცია ეხება ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების (ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების კუთხით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ სისტემურ/სტრუქტურულ ხარვეზებს.

კომუნიკაციაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს უალტერნატივო პირობას იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ კეთილსინდისიერად შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)