სიახლეები

შეხვედრა წამების საწინააღმდეგო კომიტეტში (CPT)

2023 წლის 24 მაისს სტრასბურგში ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) საქართველოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ბორის ვოდცს შეხვდა და დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას და აღნიშნა, რომ პატიმართა უფლებები აპარატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიურ მონიტორინგზე და სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ბორის ვოდცს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის საქმიანობისთვის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)