სიახლეები

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებთან

2019 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ სტუმრებს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი, მუშაობის მეთოდოლოგია და პრაქტიკა გააცნო. ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული და პრევენციის ეროვნული მექანიზმების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე; სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე აპარატის მხრიდან რეაგირების ფორმებზე.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მოქმედმა კანონმდებლობამ და ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებმა, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე რეაგირების შესაძლებლობამ და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულმა გამოწვევებმა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ტაჯიკეთის სამთავრობო ორგანიზაციების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და მედიის წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)