შეხვედრა საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელთან
2023 წლის 22 თებერვალს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს რიჩარდ ჰეისელვუდს და პროგრამის სხვა წევრებს შეხვდა.
თამარ გვარამაძემ სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის პრიორიტეტები გააცნო; ბატონმა რიჩარდ ჰეისელვუდმა პროექტით გათვალისწინებულ ამოცანებსა განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელი მმართველობა, რომელიც უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეფუძნება.