სიახლეები

შეხვედრა ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

2024 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს და ელჩის მოადგილეს მორის პაულუსენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასა და არჩევნების პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლზე ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)