სიახლეები

შეხვედრა ევროსაბჭოს პარტნიორ პროექტებთან

2023 წლის 8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს მიერ სახალხო დამცველის აპარატის მხარდამჭერი პროექტების წარმომადგენლებს შეხვდა და თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ურთიერთობის გაღრმავებასა და უფრო ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებზე. ამ ეტაპზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროსაბჭოს 10 პროექტთან თანამშრომლობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)