სიახლეები

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახლად დანიშნულ ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და ჩეხეთის ელჩმა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივებსა და საქართველოს მიერ გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრეს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე, განიხილეს საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტები და ამ კუთხით რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას გაუსვეს ხაზი.

ლევან იოსელიანმა ელჩს აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)