სიახლეები

შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან

2021 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის საქმიანობა გააცნო. განიხილეს მიმდინარე სასამართლო რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხები. ყურადღება გაამახვილეს ასევე, კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)