სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან

2020 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის როლსა და ჩართულობაზე; ასევე ადამიანის უფლებების სისტემურ და ინდივიდუალურ პრობლემებზე. ევროპული სასამართლოს აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციასა და ჩართულობის მნიშვნელობას, აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მოსაზრებები სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღირებულია ევროპული კომიტეტისთვის პროცესის სწორად წარმართვისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)