სიახლეები

სახალხო დამცველი უკრაინის ომბუდსმენს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სტრასბურგში უკრაინის ომბუდსმენს დმიტრო ლუბინეცს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მდგომარეობასა და მათი რეაბილიტაციისთვის მიმდინარე პროცესებზე.

სახალხო დამცველმა უკრაინის ომბუდსმენი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოში მოიწვია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)