სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 12 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ქალბატონ შერაზ გასრისა და საფრანგეთის საელჩოს ატაშეს თანამშრომლობის საკითხებში ქალბატონ ლეონორა ფუნდის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში წარმატებები უსურვა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წევრის სტატუსთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)