სიახლეები

სახალხო დამცველი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის როლზე აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილეს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)