სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა
2020 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს ანდერს კნაპეს, გენმდივანს ანდრეას კიფერს, თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტს თამარ ტალიაშვილს და ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
ნინო ლომჯარიამ სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ასევე განიხილა ქვეყნის რეგიონებში თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებაზე და ამ მხრივ სახალხო დამცველის აქტიურ ჩართულობაზე მუნიციპალიტეტებთან. ყურადღება გაამახვილეს სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისათვის.
კონგრესის წევრები დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით და ამ საკითხში სახალხო დამცველის ჩართულობით. ასევე, განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ისაუბრეს თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებზეც.
სახალხო დამცველთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტის პერსონალური მრჩეველი ელეონორ პარკ-ედსტრომი, კონგრესის ოფისის ხელმძღვანელი საბინ ზიმერი, და დელეგაციის მდივანი ტატაიანა ბოკუჩავა.