საქართველოს სახალხო დამცველი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
2022 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მანდატზე და საქართველოში განსახორციელებლ გეგმებზე ისაუბრა. სახალხო დამცველმა ინსტიტუციის საქმიანობა გააცნო და ხაზი გაუსვა აპარატისათვის კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას - თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში განვითარებული მოვლენები, დემოკრატიის ხარისხი, სასამართლოს სისტემაში არსებული გამოწვევები, ძალოვანი უწყებების საქმიანობის მიმართ საზედამხედველო მექანიზმის დახვეწის მნიშვნელობა. ისაუბრეს ასევე რუსეთ-უკრაინის ომზე და ომის გავლენასა და საფრთხეებზე ადამიანების უფლებების დაცვის ჭრილში.
დასასრულს, სახალხო დამცველი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე.