სიახლეები

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.

საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)