სიახლეები

ნიდერლანდების ელჩმა ქართველი აქტივისტები დააჯილდოვა

2020 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაში - „ადამიანის უფლებათა ტიტა“. შეხვედრაზე ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მაიაკე ვან კოლდამმა მედიისა და სამოქალაქო აქტივისტთა ის წარმომადგენლები დააჯილდოვა, რომელთაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ და საქართველოს რეგიონებში მედიაპლურალიზმის განვითარებაში.

2020 წელის საელჩომ პირველი ადგილის პრიზი მარნეულის რადიოს დამფუძნებელს კამილა მამედოვას გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი და სოციალური მედიის აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.

„თავისუფალი, დამოუკიდებელი და ჯანსაღი მედია ხელს უწყობს აზრის ფორმირების პროცესს, ადამიანის უფლებათა დაცვას და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მედიაგარემოსა და მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. წარმატებებს გისურვეთ თქვენს საქმიანობაში და გპირდებით, ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით, რათა ერთად უზრუნველვყოთ უფრო პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით,“ – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)