სიახლეები

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან და კონგრესის თანამშრომლობისგანყოფილების უფროსთან მარიტე მორასთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აპარატის მიერ გაწეულ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც, სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი უჭერდა მხარს.

მხარეებმა, ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში და თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისების მუშაობა განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრა 2024 წლის 27 ივნისს, სახალხო დამცველის სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)