სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს მედიის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისა და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

ასევე, განიხილეს უფლებადამცველთა და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ახლადმიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის სამომავლო ჩართულობის შესაძლებლობით დაინტერესდა და კანონთან დაკავშირებული შეფასებებიმოისმინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)