ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში
2022 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აპარატის თანამშრომელი ნინო შალამბერიძე ვიზიტით იმყოფებოდნენ სეულში (სამხრეთ კორეის რესპუბლიკა) ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიონერის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე - დაბერებისა და ხანდაზმულთა უფლებების შესახებ და ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) სამუშაო ჯგუფის - ხანდაზმულთა დაბერება და ადამიანის უფლებები, შეხვედრაზე[1].
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მოხსენება წარადგინა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ჯგუფის წევრებს გაუზიარა დაბერების თაობაზე გაეროს ღია სამუშაო ჯგუფში (OEWGA) და ადამიანის უფლებათა საბჭოში (HRC) სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გამოცდილება. გაერთიანებული ერების ღია სამუშაო ჯგუფი არის ერთადერთი გაერთიანებული ერების მთავრობათაშორისი ორგანო ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეთ, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში და საქმიანობაში.
დაბერებისა და ხანდაზმულთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული იყო ხანდაზმულთა უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები და ხანდაზმულთა უფლებების შესახებ კონვენციის ტექსტზე მუშაობისას მიღწეული შედეგები.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის სამუშაო ჯგუფის არჩეული წევრია ევროპის რეგიონიდან 2018 წლიდან.