სიახლეები

სპეციალური ანგარიში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა - პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები“

საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას სპეციალური ანგარიში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა - პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები“ წარუდგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. სპეციალური ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა ნინო ათაბეგაშვილმა გააცნო.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამასთან, მრავალი წელია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად იქცა.

სპეციალურ ანგარიშში განხილულია სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით გამოვლენილი გამოწვევები, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასა და მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება, მათ შორისაა:

  • საზოგადოების ინფორმირებულობა-ჩართულობის
  • გზშ-ს ანგარიშების ხარისხის
  • სკრინინგის პროცედურის საკითხებთან და გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობებთან დაკავშირებული პრობლემები.

ანგარიშში ასევე, ასახულია პასუხისმგებელი უწყებების მიმართ შემუშავებული წინადადებები/რეკომენდაციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა აქტიური ჩართულობით საკითხის ირგვლივ საინტერესო და ინფორმაციული დისკუსია წარიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)