სიახლეები

შეხვედრა ხანდაზმულთა უფლებების შესახებ

2023 წლის 18 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თინათინ ფალავანდიშვილმა და ნინო შალამბერიძემ ხანდაზმულთა უფლებების შესახებ შეხვედრა გამართეს ა(ა)იპ „საქართველოს პენსიონერთა კავშირის“ წევრებთან.

შეხვედრაზე აპარატის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის მანდატი და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობა მიმოიხილეს; ისაუბრეს სოციალურ დაცვაზე, პენსიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საკუთრების უფლებასა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. აგრეთვე, დამსწრეებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებები და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოქმედი, ხანდაზმულებისათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები გააცნეს.

შეხვედრისას დისკუსია გაიმართა ჯანსაღი და აქტიური დაბერების კონცეფციის თაობაზე. მათ შორის, განიხილეს 60+ კლუბების მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტების ჩართულობის საჭიროება.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)