სიახლეები

სასამართლო მეგობრის მოსაზრება არჩევნებში ფარულობის უზრუნველყოფის სტანდარტის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე.

ამიკუსის წარდგენის მიზანია სასამართლოს გაუზიაროს ის საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფის სტანდარტს ეხება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)