სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს

2023 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ნინო ათაბეგაშვილმა და თამარ გუგუტიშვილმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

ღონისძიებებსა და დისკუსიებში ორმოცდაათამდე ახალგზარდა იყო ჩართული.

შეხვედრებზე გარემოს დაცვისა და შრომის უფლებების თემაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეებს განუმარტეს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა, აღნიშნული უფლებების შინაარსი და დაცვის სტანდარტები, აპარატის მიერ გამოკვეთილი გამოწვევები ამ უფლებების რეალიზაციის პროცესში და კონკრეტული მაგალითები. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და შრომის უფლებების მიმართულებით თავიანთი უფლებრივი გარანტიების შესახებ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)