სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები
2022 წლის 20 და 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს დასავლეთ საქართველოს 19 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
ქუთაისსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლიკა წიკლაურმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ - სათანადო საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ხანდაზმულ პირთა და ეკონომიგრანტთა უფლებებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები გააცო, რომლებიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში არის ასახული. დისკუსიებზე ერთად იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის შეთანხმების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.