სიახლეები

სახალხო დამცველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

2024 წლის 24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან თავის არიდების საკითხებზე ისაუბრეს და მხარეებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების დეტალებზე ისაუბრა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურად დანერგვის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი.

საქართველოს სახალხო დამცველი, საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზედამხედველობას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)