სიახლეები

რეგიონული კონფერენცია ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე

2021 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია ომბუდსმენთა/ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებში. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე უძღვებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო რეგიონში ხანდაზმული ადამიანების უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და როლის განხილვა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებში გამოცდილების გაზიარება. მომხსენებლებმა განიხილეს:

  • ხანდაზმული პირების უფლებების შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მექანიზმები
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი ხანდაზმულთა უფლებების პოპულარიზაციასა და დაცვაში
  • გამოცდილების, გაზიარების მნიშვნელობა რეგიონში ხანდაზმული პირების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონული ომბუდსმენების წარმომადგენლები, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები, ადამიანის უფლებების დამცველები და ევროსაბჭოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული და თემაზე მომუშავე პირები.

ონლაინ შეხვედრაზე გაეროს ხედვა - ხანდაზმულ ადამიანთა უფლებების არათანმიმდევრული სისტემის შეცვლის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხანდაზმული ადამიანების ყველა ადამიანის უფლებებით სარგებლობის საკითხებში კლაუდია მალერმა წარმოადგინა. ხანდაზმულთა უფლებების სოციალური დაცვის შესახებ ევროსაბჭოსა და ევროპული სოციალური ქარტიის შეხედულებებზე სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის წევრმა ტატიანა პუიუმ, ხოლო NHRI-ის პერსპექტივებზე ფილიპინების ადამიანის უფლებათა კომისიის კომისარმა კარენ გომეს დუმპიტიმ ისაუბრეს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის გამოცდილება ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)