საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო”-ს რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ. შედეგად, გამოიკვეთა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს მიმართა 2024 წლის 12 აგვისტოს N2024/3654 რეკომენდაციით, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერების შესაფასებლად და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლის საფუძველზე, გამოსცეს ახალი, დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.