სიახლეები

სახალხო დამცველმა N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა; დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსი, სასადილო და სხვა დამხმარე ნაგებობები, ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და პატიმრებს.

ლევან იოსელიანი გაეცნო დაწესებულების სასწავლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვისა და მათი განხორციელების მდგომარეობას.

სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)