სახალხო დამცველმა გეგუთის #14 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2023 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გეგუთის #14 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა; ასევე, შეხვდა და ესაუბრა დაწესებულებაში განთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებს.
სახალხო დამცველმა შშმ პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი საკნები დაათვალიერა, რომლებიც არ არის ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად, რაც ზღუდავს მათ მისაწვდომობას საერთო სივრცეებზე და სარეაბილიტაციო პროგრამებზე.
ლევან იოსელიანმა მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, კვების ბლოკი, ეზო, საცხოვრებელი კორპუსები და სველი წერტილები; ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას.