სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველი წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)