სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2020 წლის 21-22 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის“ - დახმარებით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგები, სპეციალური ანგარიშები და ინდივიდუალური საჩივრებიდან გამოკვეთილი ტენდენციები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მანდატისთვის რელევანტურ საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის პირველი რამდენიმე თვის მუშაობის შედეგები შეჯამდა. წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია არსებული გამოწვევებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვის მნიშვნელობას სამომავლოდ, რათა ორ უწყებას შორის კოორდინაციის ხარისხი გაიზარდოს ადამიანის უფლებების გამოწვევებზე უკეთ საპასუხოდ.